Friday, April 30, 2021

კლუბის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებები

კლუბის სახელი: ,,გარემოს მცველები"

აღნიშნული დებულება შეიქმნა ახალი სკოლის მოდელის მიერ დაგეგმილ 

სასკოლო პროექტის ფარგლებში 


მუხლი 1. დებულებით რეგულირებული ურთიერთობები

წინამდებარე დებულება (შემდ. დებულება) განსაზღვრავს სასკოლო კლუბის მუშაობის ძირითად პრინციპებს, საქმიანობის მიმართულებებს, კლუბის ლიდერის, წევრების, უფლება-მოვალეობებს, ასევე  სამოქალაქო კლუბის საქმიანობის სფეროსა და შედეგებს.

მუხლი 2.  სასკოლო კლუბის მიზნები და ამოცანები

სასკოლო კლუბის მთავარი მიზნებია:

1.       ახალგაზრდების, როგორც აქტიური მოქალაქეების გაძლიერება და კლუბური ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა სკოლებში;

2.      ახალგაზრდების დახმარება ცოდნის ამაღლებაში, დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაში;

3.      ახალგაზრდების გააქტიურება და მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში;

4.      სამოქალაქო განათლებისა და თემის განვითარების ხელშეწყობა;

5.      მოზარდებში სამოქალაქო უნარ-ჩვევების და პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობა;

6.      მოსწავლეთათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება და გამომუშავება;

7.       განათლების და ინფორმირების მდგრადი გარემოს შექმნა

მუხლი 3.  სასკოლო კლუბის  ფუნქციები:

1.        სასკოლო კლუბის  აქვს საკონსულტაციო ფუნქცია ისეთ საკითხებზე როგორიცაა:

 

ü  სკოლის სხვადასხვა შიდა და სათემო პრობლემის გადაწყვეტა;

ü  მოსწავლეების ინტერესების დაცვა სკოლის ადმინისტრაციასთან;

ü  სხვადასხვა სასკოლო და სკოლისგარეშე  სათემო აქტივობების ინიცირება და განხორციელება;

ü  მჭიდრო თანამშრომლობა სკოლის ადმინისტრაციასთან.  მათთან ერთად სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;



მუხლი 4.  სასკოლო კლუბის მოღვაწეობის პრინციპები

სასკოლო კლუბის მოღვაწეობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: კანონიერებას, ჰუმანიზმს, კეთილსინდისიერებას, სოციალურ სამართლიანობას; დამოუკიდებლობას,  კოლეგიალურობას.

სამოქალაქო კლუბი იმუშავებს 4 ძირითადი მიმართულებით:

1.საგანმანათლებლო ჯგუფი

2.საინფორმაციო ჯგუფი

3.სოციოლოგიური ჯგუფი

4.ადვოკატირების ჯგუფი

თითოეულ ჯგუფი კლუბის წევრებთან კონსულტაციების საფუძველზე შეადგენს სამოქმედო გეგმას და განახორციელებს რიგ აქტივობებს.

საგანმანათებლო ჯგუფის წევრები ორგანიზებას გაუკეთებენ სადისკუსიო კლუბის შეხვედრებს, ტრენინგ-სემინარებს, თანატოლთა განათლების აქციებს, სადისკუსიო კლუბის შეხვედრებს, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო საკითხებზე.

საინფორმაციო ჯგუფი იმუშავებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ანალიზი, გავრცელება. კლუბის წევრები ინფორმაციას მოიპოვებენ და გაცვლიან ონლაინ რეჟიმში. სამოქალაქო კლუბის ბაზაზე დაფუძნდება საინფორმაციო ცენტრი, რომლის  მიზანი იქნება მოსწავლეთა განვითარებისა და თვითრეალიზების ხელშეწყობა საინფორმაციო მხარდაჭერის გზით. ცენტრის ძირითადი ამოცანები იქნება: ახალგაზრდულ შესაძლებლობათა შესახებ მოსწავლეების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა, მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესებში. საინფორმაციო ცენტრი იმუშავებს 2 ძირითადი მიმართულებით ფორმალური და არაფორმალური მიმართულებებით.

საინფორმაციო ჯგუფი აქტიურად ითანამშრომლებს ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან.

სოციოლოგიური ჯგუფი  წევრები  ორგანიზებას გაუკეთებენ კვლევებს მათთვის აქტუალურ და საინტერესო საკითხებზე, შეისწავლიან ზოგად სიტუაციას. ჯგუფის წევრები საჭიროებებიდან გამომდინარე მოამზადებენ თავიანთ წინადადებათა პაკეტს და მოაწყობენ კვლევის პრეზენტაციებს.

ადვოკატირების ჯგუფი  იმუშავებს საპროექტო წინადადებების მომზადებაზე და დაამყარებს თანამშრომლობას სხავდასხვა ორგანიზაციებთან, განახორციელებს აქციებს მოსწავლეთა ინრტერესების დასაცავად, მონიტრინგს გაუკეთებს განხორციელებულ სამუშაოებს და შეიმუშავებს სამომავლო მოკლე და გრძელვადიან გეგმებს.

თავი II

დებულება ზოგადი ეთიკის შესახებ

მოცემული დებულება არეგულირებს სასკოლო კლუბის სამუშაო ეთიკის ნორმებს და ვრცელდება ყველა წევრზე.

1.       კლუბის წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს კლუბის პრესტიჟსა და სახელს, უფრთხილდებოდეს მას და ზრუნავდეს მის განვითარებაზე, თავისი ქმედებითა თუ უმოქმედობით არ ლახავდეს მას, მოქმედებდეს მაღალი ადამიანური ღირსებით კლუბის მიერ დაკისრებული ფუნქციებისა თუ მისიის განხორციელებისას.

2.      კლუბის წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს და პატივს ცემდეს კლუბის დებულებას, ადათსა და დადგენილ ნორმებს. პატიოსნად და ნაყოფიერად ახორციელებდეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ამართლებდეს მინიჭებულ ნდობას.

3.      კლუბის ყველა წევრი და ლიდერი უფლებამოსილია გონივრულად ისარგებლოს და  გამოიყენოს კლუბის სახელი, კლუბის პროგრამები, პროექტები, განხორციელებული საქმიანობების ანგარიშები, მათგან გამომავალი დასკვნები და მიგნებები, ლიტერატურა, საქმიანობისას გამომუშავებული სასწავლო მეთოდოლოგია, საქმიანობისას მიღებული ინფორმაცია, განხორციელებული საქმიანობის ან პროგრამის გაგრძელებები და ყველაფერი, რისი შემუშავებაც მოხდა კლუბში, წარმოადგენს კლუბის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას.


 სკოლის კლუბის სამუშაო პერიოდი

)  სკოლის კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხევა სკოლის სასწავლო სემესტრს;

 სკოლის  კლუბი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;

) სკოლის  სამუშაო საათები იწყება საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ.




კლუბის მმართველობითი სტრუქტურა



სსიპ ქლაქ თბილისის N 126 საჯარო  სკოლის კლუბის 

            ,,გარემოს მცველები" 2021  სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა


      1. კლუბის სამოქმედო გეგმა  იხილეთ მითითებულ ბმულზე: 

      https://ekaterine171.blogspot.com/p/blog-page_70.html 


2. პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები იხილეთ მითითებულ ბმულებზე:

 რველი კლასი: https://ekaterine171.blogspot.com/p/blog-page_75.html

    მეორე კლასი: https://ekaterine171.blogspot.com/p/blog-page_89.html          

    მესამე კლასი: https://ekaterine171.blogspot.com/p/blog-page_20.html

    მეოთხე კლასი: https://ekaterine171.blogspot.com/p/blog-page_64.html

    მეხუთე კლასი: https://ekaterine171.blogspot.com/p/blog-page_51.html

   მეექვსე კლასი: https://ekaterine171.blogspot.com/p/blog-page_1.html

   მეშვიდე კლასი: https://ekaterine171.blogspot.com/p/blog-page_26.html

    მერვე კლასი: https://ekaterine171.blogspot.com/p/blog-page_19.html

    მეცხრე კლასი: https://ekaterine171.blogspot.com/p/blog-page_8.html

   მეათე კლასი: https://ekaterine171.blogspot.com/p/blog-page_85.html

    მეთერთმეტე კლასი:https://ekaterine171.blogspot.com/p/blog-page_80.html