ახალი სკოლის მოდელის პროექტის ფარგლებში მე-11/1, მე-11/2 და მე-11/3
კლასის მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობები
გ ე ო გ რ ა ფ ი ა შ ი
პედაგოგი: ეკატერინე გოგოლაძე
აქტივობა - N1
კომპლექსური დავალება: ,,გლობალური კლიმატცვლილება და მსოფლიო"
(მიღებული პროდუქტები - პოსტერები და პროექტის ლოგო)
დედამიწის უკან გამოსახული ორი ხმალი დაცვისა და ერთად დგომის სიმბოლოა. ისინი მკაფიოდ გვამცნობენ, რომ ასეთ მშვენიერ ქმნილებას გაფრთხილება ესაჭიროება. ისინი ასევე გამოხატავენ აზრს, რომ მომავალმა თაობამ უნდა იბრძოლოს და ლოგოზე ასახული პლანეტის მოდელი რეალობად აქციოს. სლოგანი ,, რასაც გადავარჩენთ, ის გადაგვარჩენს” მაუწყებელია იმისა, რომ დედამიწის და ადამიანის არსებობა ერთმანეთზეა დამოკიდებული. ვერ ვიცხოვრებთ, ვერ ვისუნთქებთ თუ ჩვენი პლანეტა არ გააგრძელებს ბრუნვას. თითეული ჩვენგანის მოვალეობაა დავეხმაროთ მას ამ პროცესში.
„დედამიწა-ჩვენი სახლი“
დედამიწა ცოცხალი
და მბრუნავი სახლია,
მის გარშემო ატმოსფერო
და ჰაერის გარსია.
მოვუფრთხილდეთ,მოვუაროთ
ის სიცოცხლის არსია
ნუ გავჩეხავთ, ნუ მოვასპობთ
რაც ხმელეთის განძია.
გავუფრთხილდეთ წყალს და ჰაერს
სიცოცხლე ხომ მათშია,
ფლორისა და ფაუნის
მშობლიური სახლია.
მოვუაროთ ჩვენს დიდ სახლს
ის კი ჩვენთვის იბრუნებს
თითოეულ ქმედებას
უსასყიდლოდ გვიბრუნებს.
აქტივობა - N4 მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეების მიერ
შესრულებული პროექტის - ჰ ი მ ნ ი
მუსიკა: მაია ჩხეიძე
No comments:
Post a Comment