Sunday, April 25, 2021




პროექტის მოკლე აღწერა

   სსიპ ქალაქ თბილისი N126 საჯაროს სკოლა 2021 წლის პირველი მარტიდან  ჩაერთო ახალი სკოლის მოდელის მიერ დაგეგმილ სასკოლო პროექტში. თემად შეირჩა - გარემოს დაცვა.

პროექტის თემის სათაური:  ,,დავიცვათ დედამიწა ჩენი ხელებით“

განხორციელების ვადები - 01.03. 2021 –15.05.2021წწ

პროექტი მოიცავს: დაწყებით - I -VI; საბაზო - VII-IX  და საშუალო - X-XII საფეხურებს.

 მიზანი:

· მოზარდებმა გააცნობიერონ, რატომ არის გარემო მათთვის მნიშვნელოვანი და რამ შეიძლება შეუქმნას საფრთხე მათ;  

 ·   მოუარონ გარემოს, დაიცვან ის და სხვასაც მოუწოდონ გარემოს დაცვისკენ;

 ·    შეძლონ შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება, შეფასება და შემოქმედებითად გამოყენება;

 ·    ხელი შეუწყონ სამოქალაქო და ეკოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბებას და საზოგადოების წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებას.

  მოსწავლეებმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებითშექმნეს: ბუკლეტები, პოსტერები, გერბი, დაწერეს  ჰიმნი, დაამზადეს დედამიწის მაკეტები, შექმნეს  პროექტისთვის მრავალფეროვანი პროდუქტები, ვიზუალურად გააფორმეს საკოლის კედლები  და  ეზოში დარგეს ,,ეონიმუსის“ ნერგები. ერთობლავად  ჩაატარეს  კვლევები და დამუშავეს თემები. პროექტის დასკვნითი შეჯამება წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით. 

 აღნიშნულმა აქტივობებმა  უფრო სახალისო გახდა მოსწავლეების სასწავლო პროცესში ჩართულობა და ხელი შეუწყო მათ შემოქმედით უნარების განვითარებას.

პროექტის ხელმძღვანელი: 

სკოლის დირექტორი- ირინე მჭედლიძე

სამუშაო ჯგუფის წევრები:

დირექტორის მოადგილე-ნუნუ მერაბიშვილი

გეოგრაფიის  პედაგოგი-ეკატერინე გოგოლაძე         

დაწყებითის პედაგოგი-მარიამ ქადაგიძე

ინგლისურის პედაგოგი-ლორეტა ამაშუკელი

                    

 


1 comment:

  1. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი!❤❤❤

    ReplyDelete